Thursday, December 20, 2012

ანტიჰეფიენდურები

ნაძვის ხეო,ნაძვისხეო
ლამაზო და მშვენიერო
როგორ მინდა შენს გარშემო
ტროლეიბუსი ვატარო!
***
მე რად მინდა მკერდში გული,
დაეყაროს მაშინ მიწა,
თუ მოყვასის სიყვარულში
ერთი–ორი ჭიქა არ დავლიე
***
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა
ლამის თავზე გადამისვავს ხელი,
გამიღიმებს თვლას ჩამიკრავს მუდამ
ვითომ მკერავს?
***
რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,გიუშა,სუქო,დღაზა,ჭარელა,კუბო,ბანდიტა და ჩვენი საძმო რა
***
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება ტრინიდადი და ტობაგო
***
წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
არ უთხრა კი - ვისი,
ყველაფერს ხო არ ჩაუკარკლავ ბლიად?
***
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი
ქართლ–კახეთი,იმერეთი,გურია და სამეგრელო გაეფიცნენ ოსმალეთის სულთნის სასტიკ რეჟიმს,ხმა აიმაღლეს ეოდალებმა და მტრის ასალაგმად მოემზადნენ
***
თოვდა და თბილისს ებურა თალხი
 დუმდა სიონი,მარა ხალხს გააჩუმებ შენ? ყაყანებდნენ და იყვნენ ერთ ამბავში
***
გაზაფხული შემოსულა ლენ,
რიარია აუტეხავთ ჩიტებს
ჩითებზე ყოფილა სეილი ხოდა რავი თუ მოვახერხე წავიდეთ და აარჩიე რამე
***
მოდი გეძახი ათას წლის შემდეგ
რომ დამწვას ელვამ შენი ტანისამ
მარა ეგ რაში მაწყობს? მეხამრიდებს სად აყენებენ ნეტა?
***
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი
არადა რა პონტი გამაზე,პროსტა მთელი სასტავი ვიყავით ბარში და აკაკი გახდილი ცეკვავდა მაგიდაზე,პროსტა მაგრად გამიტყდა რო არ იყავი
***
ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს
და იცი როგორ მოუხდა? აი ძააან
***
ნუ მწერ რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს
მომწერე ეს დედააფეთქებული დედა როგორაა,რას შვები შენ? რათ მინდა ეს ბუნების აღწერა?
***
ნუ მწერ რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს
მომწერე ეს დედააფეთქებული დედა როგორაა,რას შვები შენ? რათ მინდა ეს ბუნების აღწერა?
***
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
 აი იქ მო**ავ კარგის ტრაკს თუ დაგიჭირე შე ახვარო შენა!
***
კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს
მაინც ბოზებში დაძვრება ტოო
***
დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
ჩვენს დედმამიშვილებს გაუმარჯოს
***
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მეათეზე გავჭედავ!
***
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
რა შევეცი ამ ბ ასოს მე კიდე :დ

***
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
მარქვი თორე გუგლში დავსერჩავ!
***
საქართველოს მთებში
გაგაჩინა ზენამ,
მარა მერე მიგატოვა და წავიდა.ვიღაც კაცს გაყვა თურქეთში,მოკლედმ გრად დაგიკიდა რა
***
მე პატარა ბიჭი ვარ
გამოვდივარ სცენაზე
რა დროს ჩემი ლექსებია
ლექციაზე გავრბივარ,შუალედური მაქ,მერე ინგლისურში ქუიზი,იქ პრეზენტაციაა გასაკეთებელი,მოკლედ 1000 საქმე მაქ რა
***
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
უ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
მომინდომა რა მანაც მთვარეზე მოჯმა
***
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
ხოდა გაიჩითა მეძავი,50 ლარად შენი ვარო,სად მქონდა 50 ლარი მე? წამოვედით სახლში მე და ჩემი მარჯვენა
***
ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
მარა კაი საზასაო ადგილები კია ძმაო
***
ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
ეთერ შენ ხარ ქალო? გაგისკდა გული ვერ გიცანი უცებ
***
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
უჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
შეშა მაინც არ არის!

***
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მაგრად ევასება მტკვრის ვეშები,ჩქარებს ვაშე ვერ უსმენს

***
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!
 მესაფლავემ გამიჩალიჩა უეჭველი,სხვაგან დამარხა ეტყობა,1 აპრილი ხო არაა დღეს?

Saturday, December 15, 2012

თოვლი

დილით თეთრი თოვლის მოსვლა Facebook-მა მახარა,
ბერას თოვლმა გაუთეთრა მისი თეთრი ჭაღარა,
ვიღაც კაცი ქუჩაში დგას,თავს იწონებს ფრაკით,
წავალ ახლა იაღლუჯზე,დავცურდები ტრაკით.

გარეთ კვლავ თოვს,არ ჩერდება,უხარიათ პატარებს
და ტალახზე ვიღაც ბავშვი თავის ციგას ატარებს,
თოვლის პაპამ საახალწლოდ მომიტანა ჩამჩა,
გარეთ თოვს და ამის ფონზე სამართალი ჩამრჩ! :/