ბევრი ლექსი დამეწერა,მოვიმატე წონაში,
დღეს ცოტა ხნით დამავიწყდა ხალხს რომ სცემენ ზონაში.
ის გოგოც იყო თეატრში,სხვამ მოაძახა „უდაჩა“,
და კიდევ დავწერ დღეს ლექსებს ცოტა მუზები თუ დარჩა.
სხვები შფოთავდნენ,დარბოდნენ,მაგრამ ის იჯდა წყნარად,
რამე არ მოგწონთ?ეს რითმა გუშინ ვიყიდე ლარად,
გონება ისე დავძაბე ბოტასს ავაძრე ქუსლი,
წამით განვრისხდი,მიჭერდნენ,უნდა მეცემა ბრუსლი.
დინამიკი ახმაურდა,ხალხმა იწყო ცეკვა,
ხო ეს ისე ჩავაკვეხე,სხვა რა უნდა მეთქვა?
შენ ალბათ BMW
გიყვარს,ან
იქნებ მოგწონს Honda,
მიდით
და თავად იხილეთ,გოგო კარე რომ ჰქონდა.
No comments:
Post a Comment