ის ზაფხული ცუდად მახსოვს,ვერ ივიწყებს ცხვირი,
მე ჩუსტების მოსატანად გამოვწვრთვენი ვირი,
დამიბერდა ჩემი ბებო,აღარ აჩენს კიჭებს,
ჩემი სახლი ვერ იტევდა ტრუსიკიან ბიჭებს.
წკიპურტები თავში ვირტყი,მზე ახურებს რაფას,
საძმაკაცოს დასტრიალებს კარტოფილის ტაფას,
მთელი ძალით და ხმაურით ცხვირს იხოცავს ჯემალი,
მაცივარში დგას,ბიჭებო,გამოიღეთ ტყემალი.
სექსი ცუდი სიტყვა არის,ბავშვი მოჰყავს წეროს,
ტელეფონზე ვლაპარაკობ,ვაბლატავებ ზეროს,
ისე,ჩემთვის ვოცნებობდი,ზევსი ელვებს ჭედდა,
ის რივოკით წავიდა და მე შევარქვი მედდა.
No comments:
Post a Comment