ახლა ურცხვად და სათუთად მოვიფხანე კეფა,
თითქოს ცელქმა გარჟებმა გადაპენტეს ეზო,
გარაჟების ჟრიამულში გაუშლიათ სეფა
და ვუყურებ ცხელ ხაშლამას როგორ ძიძგნის რეზო.
ღვინის წვეთები პირზე ჩამოსდის სუფრის თამადას ტირანს,
დასავლეთი ამის ფონზე ემუქრება ირანს,
ხაშლამა ჩამოატარეს,ლანგრით კი არა ტაჩკით,
სამოთხეში მიდის დათო სიგარეტის ერთი პაჩკით.
პერაშკი ძილს ვერ იკარებს,ალბათ აწუხებს დარდი,
სეფის სტუმრებს სახლის უკან დაუღვრიათ შარდი,
წუხელ ისევ დამესიზმრა ავი Master Card-ი
და თამადას ცხელ საცივთან წაუგია ნარდი.
ყურს ვუგდებდი თხების ჟღურტულს,ფეჩმაც ბანი მიცა
საახალწლოდ ბუტკის ქალმა გამოცხო პიცა,
ქალმა ბრაზით შემომხედა,მგონი თარჯიმანია
და ცხელ გულზე გავაკეთე 10 აჯიმანია.
No comments:
Post a Comment