მოიღრუბლა სამშობლოში,ჩემს ფანჯრებშიც ბურუსია,
ვერ გაიგებ ვინ ვინ არის,სომეხია თუ რუსია,
ხალხი ახლა ახმაურდა,ადრე იყო წყნარად,
აღარ არის სამართალი იყიდება ლარად.
ხალხს სასტიკად აწამებენ,ხმა დაირხა ერში,
ზოგმა ფეხზე დაიკიდე და ზასაობს სკვერში,
Facebook-ით
აპროტესტებს ავანი და მავანი,
მსურს ჯოკერში წაგებული,ჩავაბარო თავანი.
თითქოს ხალხში გაქრა შიში,
ეს შაურმაც დნება პირში,
პოლიცია წესრიგს იცავს,დუბინკებით დარბის
დღეს ბიჭოლამ გაიკეთა კორქეცია წარბის.
ჰალსტუხები არ დაღეჭო,სირცხვილია მგონი,
სასამართლოს უმოქმედოს დასდებია ქონი,
გამჭვირვალე შენობაში 9 წლიანი ობია,
ჩემი აზრით,ცოცხებს ისევ მტვერსასრუტი ჯობია!
No comments:
Post a Comment