Friday, November 16, 2012
"ლიზის" ლობიანი
გაჭირვებით გავიღვიძე,გავახილე წარბი,
დიახ,ისევ არ მაწუხებს ჩემი წონა ჭარბი,
ვიყურები სარკეში და თავზე მაზის ზღარბი,
ჩემს ძმას შეყვარებული ჰყავს,თოჯინაა ბარბი.
ტანსაცმელში გავეხვიე და ჩავიცვი კედები,
გუშინ მთვრალმა ვიღაც ტიპებს მოვუკითხე დედები.
ფორდ ტრანზიტის მარშრუტკაში ხალხი აღარ ეტევა,
იქ სუნი რომ დატრიალდა მომცა გულის შეტევა.
მძღოლმა რუსულები ჩართო და ავხედე ცას,
მტკვრის მოაჯირს ხომ ამშვენებს მეძავი რომ დგას?
მიწისქვეშა გადასასვლელს ვინ უპოვა წუნი?
მერე რა,რომ იქ მუდამ დგას მძაფრი ბოსლის სუნი
ვარაზისხევს ავუყევი,აღარ მყოფნის დიხანია,
როგორც იქნა ავედი და რომ გადავრჩი მიხარია.
კაცი გზაში შემეხვეწა,რომ მეყიდა პეჩენია,
იარაღი აკლია და ფაიზაღი ჩეჩენია.
ლექციაზე ვერ ვისვენებ,ჩემს სულ რაღაც აკლია,
ფიქრი მიყვარს და ოცნება,მგონი ესეც ნაკლია.
ისე მშია 9 ხარს შევჭამ,არ ვარ ძაღლი ცოფიანი,
მოვკვდებოდი,რომ არ იყოს ჩემი „ლიზის ლობიანი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment