Friday, November 16, 2012

მსუყე ტრასა

დილით ადრე წამოვდექი,თვალი ვტკიცე შუშებს,
ჩემი ეზო ვეღარ იტევს დაუბანელ მუშებს,
ერთი კაცი არ ჩერდება და კატოკით დარბის,
მელოტია,მაგრამ მაინც პრიჩოსკა აქვს ზღარბის.

ყველა ერთად ახმაურდა,არ მაცდიან საქმეს,
გოგიამ და ვალოდიამ აქ მომხდარი დაგმეს.
კამაზებით მოიტანეს,გადმოყარეს ქვიშა
და იმედზე მკაცრი სახით ლაპარაკობს მიშა.

ტრაქტორები დაბზრლიალდნენ,აამტვერეს ქუჩა,
გამიშვით უნდა დავარტყა! იჭიმება უჩა,
მეხუთედან ორი ხელით იწყევლება ლამარა,
მე ფანჯრიდან ვუყურებ და ვარ ტრუსიკის ამარა.

ასფალტი რომ მოიტანეს,ხალხი მიხვდა რა მოხდა,
ამის ფონზე ჭრელი კატა ბუნკერიდან გამოხტა.
რუსთავია ეს ქალაქი და ბატონობს თეთრი რასა,
3 საათში ჩვენ დაგვიგეს იმ მუშებმა მსუყე ტრასა.

No comments:

Post a Comment