Friday, November 16, 2012

ფელამუში

კახეთში რთველი დამთავრდა,წიხლით დაწურეს ღვინო,
ტელევიზორში ბიძინას კვლავ ეტენება ნინო.
მოსავალი აუღია მიშას ერთი კალათი,
ხალხის ფულით გამძღარ მუცელს ვეღარ იჭერს ხალათი.

ხის ფოთოლმა,ტოტს რომ მოსწყდა,გააკეთა სალტო,
მგლის ტყავისგან შეუკერავს მოროშკინას პალტო.
უგულავამ სტრიპტიზიორს ჩაუყარა ხურდები
და ბიძინამ გამოუშვა სულ ახალი ქურდები.

საქართველოს მომავალი კაკულიამ იცის,
ბებერია მაგრამ მაინც ფეხები აქვს კვიცის,
უკვე წერა მეზარება,მოდი მოვრჩეთ ამით,
მე კი ახლა გულს ვიჯერებ ფელამუშის ჭამით.

No comments:

Post a Comment