Friday, November 16, 2012

სურამის ნაზუქი

მაღვიძარამ თავში მთხლიშა,გამაღვიძა მძინარი,
ჯერ სადა ხარ დამაცადე ყველაფერი წინარი,
სილა გამაწნა სიდისმა და შემახსენა ვალები,
6 საათზე დავიბანე წირპლიანი თვალები.

გავედი და ცალი თითით გავაჩერე მე მანქანა,
მიპასუხე თქვენც იგრძენით? ისე ცოტა შემაქანა,
ბედმა დამცინის მგონია,მძღოლმა ბუტირკა ჩართო
და იმ ქალს ვეღარ ვივიწყებ ძუძუ რომ ჰქონდა ფართო.

ხაშურში რომ შევსრიალდით გულმა იწყო ძგერა,
ბუტირკები გათავდა და ახლა მღერის ბერა,
წავალ ვნახავ ტუკნე თაზოს,ღორები ყავს ნასუქი,
ქალმა თვალთან ჩამიტარა მე სურამის ნაზუქი.

No comments:

Post a Comment