Friday, November 16, 2012

ძღრენიანი მზიური



თითქოს კარგი დღე სრულდება,ჰქონდა თავის პეწი,
ქერა გოგოს დღეს ეჭირა სვეცკი სიგარე’წ’ი.
ვარაზისხევს ვეღარ ავცდი,დავიტვირთე ბაყვები,
ეს გზა ილიამდე მიდის თუ ბოლომდე გაყვები.

გზაზე ძაღლმა დამიყეფა,მოვუღერე მუჭი,
უნიფუდის ლობიანმა მე მატკინა კუჭი.
მაგიდაზე ჭიქა იდგა,იმ ჭიქაში პეპსია,
ტუალეტიდან მოვედი და უკვე აღარ მეფსია.

ალბათ არქიტექტორია,გოგოს მოაქვს ფორმატი,
ქალმა ფეხზე გადამასხა სულ წითელი ტომატი.
ცხვირი ჩემი აღარ არის,ავიკიდე გრიპი,
წამოვდექი,ვათამაშე თავწმომწონედ ღიპი.

სტადიონი დავინახე,კარს არ ჰქონდა ძელი,
ჩვენ და ის გოგო ვიყავით,ცხვირი რომ აქვს გრძელი.
ზავი დადის,იმუქრება თავის ბასრი მეხით,
არ იაროთ ხალხო სკვერში ტურტლიანი ფეხით.

ეჰ,მუცელი გამოვიძღე,არ დავზოგე ფული,
სკვერში ორმა საქანელამ ამირია გული,
იქვე მარტოდმარტო იჯდა მესემიჩკე ციური,
დღეს მე ფეხით მოვიარე მძღრენიანი მზიური.

"ლიზის" ლობიანი


გაჭირვებით გავიღვიძე,გავახილე წარბი,
დიახ,ისევ არ მაწუხებს ჩემი წონა ჭარბი,
ვიყურები სარკეში და თავზე მაზის ზღარბი,
ჩემს ძმას შეყვარებული ჰყავს,თოჯინაა ბარბი.

ტანსაცმელში გავეხვიე და ჩავიცვი კედები,
გუშინ მთვრალმა ვიღაც ტიპებს მოვუკითხე დედები.
ფორდ ტრანზიტის მარშრუტკაში ხალხი აღარ ეტევა,
იქ სუნი რომ დატრიალდა მომცა გულის შეტევა.

მძღოლმა რუსულები ჩართო და  ავხედე ცას,
მტკვრის მოაჯირს ხომ ამშვენებს მეძავი რომ დგას?
მიწისქვეშა გადასასვლელს ვინ უპოვა წუნი?
მერე რა,რომ იქ მუდამ დგას მძაფრი ბოსლის სუნი

ვარაზისხევს ავუყევი,აღარ მყოფნის დიხანია,
როგორც იქნა ავედი და რომ გადავრჩი მიხარია.
კაცი გზაში შემეხვეწა,რომ მეყიდა პეჩენია,
იარაღი აკლია და ფაიზაღი ჩეჩენია.

ლექციაზე ვერ ვისვენებ,ჩემს სულ რაღაც აკლია,
ფიქრი მიყვარს და ოცნება,მგონი ესეც ნაკლია.
ისე მშია 9 ხარს შევჭამ,არ ვარ ძაღლი ცოფიანი,
მოვკვდებოდი,რომ არ იყოს ჩემი „ლიზის ლობიანი“


ფელამუში

კახეთში რთველი დამთავრდა,წიხლით დაწურეს ღვინო,
ტელევიზორში ბიძინას კვლავ ეტენება ნინო.
მოსავალი აუღია მიშას ერთი კალათი,
ხალხის ფულით გამძღარ მუცელს ვეღარ იჭერს ხალათი.

ხის ფოთოლმა,ტოტს რომ მოსწყდა,გააკეთა სალტო,
მგლის ტყავისგან შეუკერავს მოროშკინას პალტო.
უგულავამ სტრიპტიზიორს ჩაუყარა ხურდები
და ბიძინამ გამოუშვა სულ ახალი ქურდები.

საქართველოს მომავალი კაკულიამ იცის,
ბებერია მაგრამ მაინც ფეხები აქვს კვიცის,
უკვე წერა მეზარება,მოდი მოვრჩეთ ამით,
მე კი ახლა გულს ვიჯერებ ფელამუშის ჭამით.

მსუყე ტრასა

დილით ადრე წამოვდექი,თვალი ვტკიცე შუშებს,
ჩემი ეზო ვეღარ იტევს დაუბანელ მუშებს,
ერთი კაცი არ ჩერდება და კატოკით დარბის,
მელოტია,მაგრამ მაინც პრიჩოსკა აქვს ზღარბის.

ყველა ერთად ახმაურდა,არ მაცდიან საქმეს,
გოგიამ და ვალოდიამ აქ მომხდარი დაგმეს.
კამაზებით მოიტანეს,გადმოყარეს ქვიშა
და იმედზე მკაცრი სახით ლაპარაკობს მიშა.

ტრაქტორები დაბზრლიალდნენ,აამტვერეს ქუჩა,
გამიშვით უნდა დავარტყა! იჭიმება უჩა,
მეხუთედან ორი ხელით იწყევლება ლამარა,
მე ფანჯრიდან ვუყურებ და ვარ ტრუსიკის ამარა.

ასფალტი რომ მოიტანეს,ხალხი მიხვდა რა მოხდა,
ამის ფონზე ჭრელი კატა ბუნკერიდან გამოხტა.
რუსთავია ეს ქალაქი და ბატონობს თეთრი რასა,
3 საათში ჩვენ დაგვიგეს იმ მუშებმა მსუყე ტრასა.

გოგო,კარე რომ ჰქონდა

ბევრი ლექსი დამეწერა,მოვიმატე წონაში,
დღეს ცოტა ხნით დამავიწყდა ხალხს რომ სცემენ ზონაში.
ის გოგოც იყო თეატრში,სხვამ მოაძახა „უდაჩა“,
და კიდევ დავწერ დღეს ლექსებს ცოტა მუზები თუ დარჩა.

სხვები შფოთავდნენ,დარბოდნენ,მაგრამ ის იჯდა წყნარად,
რამე არ მოგწონთ?ეს რითმა გუშინ ვიყიდე ლარად,
გონება ისე დავძაბე ბოტასს ავაძრე ქუსლი,
წამით განვრისხდი,მიჭერდნენ,უნდა მეცემა ბრუსლი.

დინამიკი ახმაურდა,ხალხმა იწყო ცეკვა,
ხო ეს ისე ჩავაკვეხე,სხვა რა უნდა მეთქვა?
შენ ალბათ
BMW გიყვარს,ან იქნებ მოგწონს Honda,
მიდით და თავად იხილეთ,გოგო კარე რომ ჰქონდა.

მედდა

ის ზაფხული ცუდად მახსოვს,ვერ ივიწყებს ცხვირი,
მე ჩუსტების მოსატანად გამოვწვრთვენი ვირი,
დამიბერდა ჩემი ბებო,აღარ აჩენს კიჭებს,
ჩემი სახლი ვერ იტევდა ტრუსიკიან ბიჭებს.

წკიპურტები თავში ვირტყი,მზე ახურებს რაფას,
საძმაკაცოს დასტრიალებს კარტოფილის ტაფას,
მთელი ძალით და ხმაურით ცხვირს იხოცავს ჯემალი,
მაცივარში დგას,ბიჭებო,გამოიღეთ ტყემალი.

სექსი ცუდი სიტყვა არის,ბავშვი მოჰყავს წეროს,
ტელეფონზე ვლაპარაკობ,ვაბლატავებ
ზეროს,
ისე,ჩემთვის ვოცნებობდი,ზევსი ელვებს ჭედდა,
ის რივოკით წავიდა და მე შევარქვი მედდა.

ნასოსით დაბერილი ლოყები

დღეს თეატრში ფიანდაზად შევიყარე მტვერი,
შევიყარე და შიშისგან ჩამივიდა წვერი,
სავარძელში მოვკალათდი,დავასვენე ტრაკი,
ამ მაიკას ისევ სჯობდა რომ ჩამეცვა ფრაკი.

შემოვიდა შენობაში და შემოდგა კეტი,
გოგო იყო,თანაც მარტო,რაღა გითხრა მეტი?
ანეკდოტებს გვიყვებოდა,წიხლით ცემა ბოლთა,
მე მას ყური არ დავუგდე,ვცეკვავ ასტრის ბოლთან.

მარშრუტკები დაევასათ,გამეფიცნენ ყველანი,
ლექსებს ვერ ვწერ მუზა არ მაქვს,გამითავდა მელანი.
არ გეგონოს ტექსტი ვიცი,ამ სიმღერას რომ ვყვები,
ისევ მახსოვს ნასოსებით დაბერილი ლოყები.

სურამის ნაზუქი

მაღვიძარამ თავში მთხლიშა,გამაღვიძა მძინარი,
ჯერ სადა ხარ დამაცადე ყველაფერი წინარი,
სილა გამაწნა სიდისმა და შემახსენა ვალები,
6 საათზე დავიბანე წირპლიანი თვალები.

გავედი და ცალი თითით გავაჩერე მე მანქანა,
მიპასუხე თქვენც იგრძენით? ისე ცოტა შემაქანა,
ბედმა დამცინის მგონია,მძღოლმა ბუტირკა ჩართო
და იმ ქალს ვეღარ ვივიწყებ ძუძუ რომ ჰქონდა ფართო.

ხაშურში რომ შევსრიალდით გულმა იწყო ძგერა,
ბუტირკები გათავდა და ახლა მღერის ბერა,
წავალ ვნახავ ტუკნე თაზოს,ღორები ყავს ნასუქი,
ქალმა თვალთან ჩამიტარა მე სურამის ნაზუქი.

მტვერსასრუტი

მოიღრუბლა სამშობლოში,ჩემს ფანჯრებშიც ბურუსია,
ვერ გაიგებ ვინ ვინ არის,სომეხია თუ რუსია,
ხალხი ახლა ახმაურდა,ადრე იყო წყნარად,
აღარ არის სამართალი იყიდება ლარად.

ხალხს სასტიკად აწამებენ,ხმა დაირხა ერში,
ზოგმა ფეხზე დაიკიდე და ზასაობს სკვერში,
Facebook-ით აპროტესტებს ავანი და მავანი,
მსურს ჯოკერში წაგებული,ჩავაბარო თავანი.

თითქოს ხალხში გაქრა შიში,
ეს შაურმაც დნება პირში,
პოლიცია წესრიგს იცავს,დუბინკებით დარბის
დღეს ბიჭოლამ გაიკეთა კორქეცია წარბის.

ჰალსტუხები არ დაღეჭო,სირცხვილია მგონი,
სასამართლოს უმოქმედოს დასდებია ქონი,
გამჭვირვალე შენობაში 9 წლიანი ობია,
ჩემი აზრით,ცოცხებს ისევ მტვერსასრუტი ჯობია!

აჯიმანია

ახლა ურცხვად და სათუთად მოვიფხანე კეფა,
თითქოს ცელქმა გარჟებმა გადაპენტეს ეზო,
გარაჟების ჟრიამულში გაუშლიათ სეფა
და ვუყურებ ცხელ ხაშლამას როგორ ძიძგნის რეზო.

ღვინის წვეთები პირზე ჩამოსდის სუფრის თამადას ტირანს,
დასავლეთი ამის ფონზე ემუქრება ირანს,
ხაშლამა ჩამოატარეს,ლანგრით კი არა ტაჩკით,
სამოთხეში მიდის დათო სიგარეტის ერთი პაჩკით.

პერაშკი ძილს ვერ იკარებს,ალბათ აწუხებს დარდი,
სეფის სტუმრებს სახლის უკან დაუღვრიათ შარდი,
წუხელ ისევ დამესიზმრა ავი
Master Card-ი
და თამადას ცხელ საცივთან წაუგია ნარდი.

ყურს ვუგდებდი თხების ჟღურტულს,ფეჩმაც ბანი მიცა
საახალწლოდ ბუტკის ქალმა გამოცხო პიცა,
ქალმა ბრაზით შემომხედა,მგონი თარჯიმანია
და ცხელ გულზე გავაკეთე 10 აჯიმანია.

Facebook-ის ტუალეტი

დილით ხეზე დავინახე,წკმუტუნებდა მურია,
მაცივარში შევიხედე და იქ თონის პურია,
ამ ლექს როცა წაიკითხავ არ გეგონო ურია,
მეზობელმა ჭორიკანამ,გადმომიგდო ყურია.
საპროტესტო აქციებით გადათელეს ქუჩები,
რადიოში ისევ ისმის პაჩებუ და პუჩები,
მე დღეს ჩვენი საქართველო მატარებელს მაგონებს,
დიხანაია აღარ აქვს და ვერ ეწევა ვაგონებს.
ხალხი ლანძღვას შეეჩვია და ეს უკვე ჰობია,
ჩემი აზრით,ჩიჟი-ბიჟი ხინკალს მაინც ჯობია.
გუშინ თაზო მეც გავლანძღე,არ მიტარა ვალეტი,
ეჰ,პუბლიკამ ააყროლა
Facebook-ის ტუალეტი

ტრიპაჩი ნოდო

ვერტალიოტს არ აქვს ქანჩი,
ბოზთან მქონდა გუშინ ლანჩი.
ქარმა ფოთლებს ჩაურბინა,აუწია კაბა
გაიზარდა,აღარ იფსამ,თვით ჩემი ძმა საბა.
დამწუხრდა ციცინათელა,შუქს რომ მიაბეს გაზი,
სახეზე პრიშიკები გაქვს,მიდი წაისვი მაზი.
აირია მონასტერი,
თვითონ ხატავს ფლომასტერი,
კაცი იჯდა ფორდში,
ამ ლექსებს ვწერ
Word-ში.
რუსთაველთან ფეხზე მეკვრის ციგნის ბავშვი ცოდო,
გვერდზე მიდგას თამაზა და ის ტრიპაჩი ნოდო

თავმომწონე შაურმა

თავისუფლების მეტროსთან
მარი
კოცნაობს ვედროსთან
გლდაში მივდივარ ფეხით
ხალხს ვემუქრები მეხით
ტრასას აკლია ომბალო
ჰა,გამაქროლე კომალო
მივაღწიე საწადელს
ქალი ფეჩში რვა მწვადს დებს.
იმას გეტყვი რაც ადრე თვითონ მითხრა ზაურმა,
წამო ერთად და შევჭამოთ თავმომწონე შაურმა

ეხკურსია


Thursday, November 15, 2012

ქარდები































ტყუპი წიხლი



ზოგს გოგოში ძუძუ მოსწონს და ზოგს კიდევ ტუჩები,
ბასანოჩკის ჟრიამულმა გააცოცხლა ქუჩები.
ეზოს ფარავს ბალახი,
მარტო ცეკვავს ტალახი.
თითქოს განზრახ მაგრამ მაინც ატორმუზებს ტაქსი,
ტყეში ლომებს მელიისგან მოუვიდათ ფაქსი.
კმარა!გვეყო კამათი,გავათავოთ ამით,
ნეტავ რომის პაპი ვიყო,არ ვინატრე წამით,
თვალში გუგა გამეფიცა,ვეღარ ვხედავ ღამით,
დიეტაზე დავჯექი და არ ვსარგებლო სკამით,
მაინც შენზე ვფიქრობ ისე,
მახსოვს ხეს რომ მივაფისე,
შენ რაც გინდა იმას ვიზამ,თუ გინდ მჭადებს თავში ვიხლი,
მაგრამ შენში ტუჩზე მეტად მევასება ტყუპი წიხლი!